ქართველების ისტორიული ოქრო ევროპის ჩემპიონატზე 

27 თებერვალი 2024, 10:05 437 ნახვა

უნგრეთის ქალაქ დიორში 10 მეტრზე პნევმატური იარაღიდან სროლაში ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა შერეულ წყვილებს შორის ისტორიაში პირველად, საქართველოს ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა.

მარიამ ფროდიაშვილმა და გიორგი მუმლაძემ ფინალში გერმანელების წყვილი – ცელინა ბეკერი და ედუარდ ბაუმაისტერი ანგარიშით 17:15 დაამარცხეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში