ბოლივიაში მეწყერმა მთელი სოფელი გაანადგურა

27 თებერვალი 2024, 09:46 473 ნახვა

ბოლივიის ცენტრალურ ნაწილში ჩამოწოლილმა  მასიურმა მეწყერმა  მთელი სოფლი გაანადგურა, მიწაში ჩამარხა სახლები, ფერმები და მოსავალი. კოჩაბამბას შტატის სოფელი ლაკინა მთლიანად წაიღო ღვარცოფმა.

ტალახით დაიფარა 30 საცხოვრებელი სახლი, ფერმა, მანქანები და მოსავალი. კატასტროფა მას შემდეგ მოხდა, რაც ახლომდებარე ლაგუნის დამბა მოიშალა, ტალახის მასა მთის ფერდობიდან დაეშვა და გზად ყველაფერი დატბორა. 

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 40 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა, მსხვერპლის  შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში