მაკრონი უკრაინაში ფრანგული ჯარის გაგზავნას არ გამორიცხავს

27 თებერვალი 2024, 11:10 408 ნახვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საფრანგეთი ვერ გამორიცხავს უკრაინაში ჯარების გაგზავნას და ის შეინარჩუნებს სტრატეგიულ ორაზროვნებას  ამ საკითხთან დაკავშირებით. პარიზში არაფორმალური სამიტის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ სანქციების შემუშავებაზე იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებული არსებული სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებოდნენ.

მაკრონმა თქვა, რომ საფრანგეთი მხარს დაუჭერს ჩეხეთის ინიციატივას მესამე ქვეყნებიდან ასობით ათასი ტყვიამფრქვევის შეძენის შესახებ. საბრძოლო მასალის მიწოდება კიევისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი  საკითხია. თუმცა, ევროკავშირი ვერ ახერხებს  ამ მიზნის მიღწევას  და  მარტამდე უკრაინას ვერ უგზავნის მილიონ საარტილერიო ჭურვს.

აღმოსავლეთის ბრძოლის ველზე უკრაინა  წარუმატებლობებს განიცდის,  უკრაინელი გენერლები  საბრძოლო მასალისა და ცოცხალი ძალის ნაკლებობას უჩივიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში