მთავარი სპორტში

27 თებერვალი 2024, 20:39 1090 ნახვა

ხუთი მედალი მოიპოვეს ბათუმელმა მოკრივეებმა საქართველოს ჩემპიონატზე იუნიორთა შორის, რომელსაც მარნეულმა უმასპინძლა. ჩემპიონები ნინო ვაშალომიძე და ნიკა ბერაია გახდნენ, ალექსანდრე ბალაძემ ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ქრისტინე დევაძე და ანი ხასია კი ბრინჯაოს დასჯერდნენ. ჩემპიონები და ვერცხლის მედალოსანი საქართველოს ნაკრებში გამოიძახეს, სადაც ჯერ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში