ტყვიის მსროლელთა მეორე ოქრო ევროპის ჩემპიონატზე 

28 თებერვალი 2024, 10:01 529 ნახვა

ტყვიის მსროლელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს გოგონათა ნაკრებმა ახალგაზრდებს შორის მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. პირადი პირველობის საკვალიფიკაციო ეტაპის შემდეგ ფინალში ჩვენი სამეულიდან მხოლოდ მარიამ ფროდიაშვილი გავიდა, მაგრამ მარიამ აბრამიშვილსა და სალომე ფროდიაშვილის შედეგების გათვალისწინებით საქართველოს ნაკრებმა გუნდურში გაიმარჯვა.

ტურნირზე ისევ ძველი წესი დააბრუნეს. ცალკე შეჯიბრება აღარ იმართება, სამივე მონაწილის შედეგები ჯამდება და მედალოსნები ასე გამოვლინდებიან. ჩვენს გუნდს 1695 ქულა დაუგროვდა და მეორე ადგილზე გასულ იტალიას 14 ქულით გაასწრო.  მესამე პოზიციაზე გერმანიის ნაკრებია – 1677 ქულით.

მარიამ ფროდიაშვილმა ევროპირველობაზე მეორე ოქრო მოიპოვა და ბრძოლას მესამესთვის აგრძელებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში