მთაში მცხოვრებთა სტატუსის მინიჭების პროცესი გრძელდება

07 აპრილი 2016, 00:00 4243 ნახვა
00:00
00:00

ქედის გამგეობაში შექმნილ მაღალმთიან რეგიონში სტატუსის მინიჭების კომისიამ გამგებლის ბრძანებით 17 ათასიდან, 14 ათას 223 მოქალაქეს მთაში მცხოვრების სტატუსი მიანიჭა. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, შეჩერებისა და აღდგენის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანო - ოფიციალურად 1 იანვრიდან ფუნქციონირებს, რომელსაც გამგებელი ხელმძღვანელობს.

 

ამავე კატეგორიაში