უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი ალბანეთში

28 თებერვალი 2024, 14:01 478 ნახვა

უკრაინის პრეზინდეტი  ალბანეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მოგვიანებით ვოლოდიმირ ზელენსკი და ედი რამა უკრაინა-სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტზე სიტყვით გამოვლენ. უკრაინის პრეზიდენტი ალბანეთში ქვეყანაში ომის დაწყების შემდეგ პირველი ვიზიტით იმყოფება.

თებერვლის დასაწყისში ალბანეთში ვიზიტის დროს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მაღალი შეფასება მისცა  ტირანის უკრაინისადმი მხარდაჭერას.

ალბანეთი იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსული აგრესიის შემდეგ უკრაინას გაუგზავნა სამხედრო დახმარება - იარაღი, საბრძოლო მასალა, ნაღმსაწინააღმდეგო მანქანები - და ამჟამად უკრაინის მხარდამჭერ ქვეყანათა პირველ ათეულში შედის.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში