უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის ფრონტზე 100-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

29 თებერვალი 2024, 10:08 381 ნახვა

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის, გასული 24 საათის განმავლობაში ფრონტზე 100-მდე სამხედრო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დამპყრობლებმა განახორციელეს 10 სარაკეტო და 105 საჰაერო დარტყმა,163 თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან უკრაინის ჯარების პოზიციებზე და დასახლებულ პუნქტებზე.

უკრაინული მედიის ცნობით, ოკუპანტთა სამიზნე ამჯერად ხარკოვის დასახლებული რაიონები გახდა. ველიკი ბურლიკის დასახლებაში რკინიგზის სადგურის დაბომბვას 6 წლის ბავშვი და ერთი პირი ემსხვერპლა. ბავშვის დედა კი მძიმედ დაიჭრა. საჰაერო დარტყმები მიიტანეს კუპიანსკზეც, რის შედეგადაც ეკლესია, კაფე და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. დაშავდა 4 ადამიანი.

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავდეევკის შემდეგ უკრაინელებმა კონტროლი ორ სოფელზე, სტეპნოვოსა და სევეროვოზე დაკარგეს, თუმცა იმედოვნებენ, რომ საოკუპაციო ძალებს შემდგომ წინსვლაში რთული რელიეფი შეუშლის ხელს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში