აჭარის ფინანსთა მინისტრის პასუხი ქაქუთის მოსახლეობას 

29 თებერვალი 2024, 14:11 502 ნახვა

გარკვეული ჯგუფი ცდილობს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანასა და საკითხით მანიპულაციას, - ასე ეხმაურება სოფელ ქაქუთის მოსახლეობის პრეტენზიებს ბრალდების ადრესატი, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი. ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ სოფელში გასხვისებული ციტრუსის მიმღები  საწარმოს ახალი მფლობელი მისი ბიძაშვილი არ არის და, რომ ყველა გადაწყვეტილება, რაც ქონების გაყიდვას ეხება, კანონიერია.

ჯაბა ფუტკარაძის თქმითვე, მოსახლეობაში უკმაყოფილების გაჩენის შემდეგ ისინი შეხვდნენ ყველა დაინტერესებულ პირს, თუმცა მიაღწიეს თუ არა მათ რაიმე ტიპის კონსესუსს, ამაზე მინისტრი არ საუბრობს. 26 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციაზე მოსახლეობამ მინისტრს ვადა პრობლემის მოსაგვარებლად 12 მარტამდე მისცა.

ჯაბა ფუტკარაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საწარმოს ახალი მფლობელის პირობებშიც კი ადგილობრივების დასაქმება ინვესტორის ვალდებულებად  მაინც რჩება. შეგახსენებთ, ქობულეთში სოფელ ქაქუთის მოსახლეობა  ეწინააღმდეგება ციტრუსის მიმღები საწარმოს გაყიდვას და აცხადებენ, რომ პროცესების უკან აჭარის ფინანსთა მინისტრის ბიძაშვილია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში