ევროპარლამენტის რეზოლუცია

29 თებერვალი 2024, 20:29 568 ნახვა

ევროპარლამენტში ორ რეზოლუციას უყარეს კენჭი, ჩანაწერში საქართველოს მიმართ მხარდამჭერი განცხადებებია. ანგარიშები 2023 წლის საერთო საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკისა და თავდაცვის განხორციელების შესახებ მომზადებულია ევროპარლამენტარების, დევიდ მაკალისტერისა და სვენ მიქსერის მიერ. დოკუმენტებში გამოთქმულია მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართ და მკაცრად არის დაგმობილი რუსეთის ოკუპაცია. ანგარიში კიდევ ერთხელ მოუწოდებს ევროკავშირს, განაგრძოს ჩართულობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, ყველა არსებული ინსტრუმენტის ეფექტურად გამოყენებით. დოკუმენტი დადებითად აფასებს ევროპული საბჭოს მიმართ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციას. ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში მისი მოთხოვნით ორი შესწორება შევიდა. ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს, რომ ერთი ცვლილება ეხება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხოლო მეორე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში