"მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“

01 მარტი 2024, 11:52 403 ნახვა

"მცირე და საშუალო მეწარმეობის პოლიტიკის ინდექსი - 2024“ მე-4 რაუნდის შედეგებით, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ლიდერია. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ კვლევის ოფიციალური პრეზენტაცია თბილისში გამართა. ინდექსის თანახმად, საქართველო რეიტინგის 12 მიმართულებიდან 11-ში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, უკვე მეოთხედ პირველ პოზიციას იკავებს. შეხვედრაზე პროექტის ძირითადი გამოწვევები, მცირე და საშუალო ბიზნესის დიგიტალიზაციის საგზაო რუკების შემუშავების საკითხი განიხილეს. სინქრონი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში