ახალი რეგულაციები ავტოსადგურებისთვის

01 მარტი 2024, 11:53 2091 ნახვა

წლების განმავლობაში უკონტროლო სფეროზე კონტროლი დაწესდა-ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტოსადგური რეგულაციების ქვეშ მოექცა. მთავარ პრობლემად ანტისანიტარია, სამგზავრო გრაფიკების არარსებობა და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა სახელდება. დღეიდან საქართველოს მასშტაბით მდებარე ავტოსადგურებსა და მგზავრთ გადამყვან ოპერატორებს ახალი რეგულაციების დაკმაყოფილება მოუწევთ. კერძოდ, 1 მარტიდან ნებისმიერ მძღოლს, რომელსაც მგზავრების მოემსახურება, სტანდარტების დაკმაყოფილება და ლიცენზიის აღება მოუწევს, ავტოსადგურმა კი სერტიფიცირება უნდა გაიაროს. ამასთან, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში