ფესტივალი „გიზ-გიზი“ მესტიაში

01 მარტი 2024, 12:37 567 ნახვა

გუდაურის შემდეგ, მესტია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. სეტის მოედანზე დღის მთავარი ღონისძიება 15 საათიდან დაიწყება. დაგეგმილია კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეები იზრუნებენ, მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, ბავშვებისთვის თამაშები და გასართობი აქტივობები. ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა. სვანეთის შემდეგ ფესტივალის წლის ბოლო ღონისძიება ბაკურიანში გაიმართება.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში