ენმ-ის განცხადევა ქობულეთის საფეხბურთო კლუბ “შუქურაზე”

01 მარტი 2024, 15:22 570 ნახვა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საფეხბურთო კლუბ „შუქურას „ შესახებ განცხადება გააკეთეს. ბონდო თედორაძე ამბობს, რომ სპორტულ მოედანზე ყველანაირი ინფრასტრუქტურა მორღვეული და ამორტიზებულია. კლუბის ფინანსური დავალიანება კი ხელოვნურად შექმნეს, რათა გუნდი დაშლილიყო და სტადიონის ტერიტორიაც გამიზნულად საინვესტიციოდ მოამზადეს. ის ქობულეთის მერის პასუხისმგებლობის საკითხს აყენებს. ქობულეთის მერიაში ოპოზიციის ბრიფინგთან დაკავშირებით საპასუხო კომენტარი არ გააკეთეს, აღნიშნეს რომ ამ საკითხზე გუშინ ქობულეთის მერის პირველმა მოადგილემ ვრცლად ისაუბრა. უწყების ინფორმაციით "საფეხბურთო კლუბ შუქურას" წილის მართვის უფლება შესაძლებელია ქობულეთის თვითმმართველ ორგანოს გადაეცეს სამართავად. მერიაში აცხადებენ, რომ შუქურაში ფინანსური დავალიანების გარდა, სხვადასხვა პრობლემები წლების მანძილზე არსებობდა და არ გამორიცხავენ პროცესში აუდიტის სამსახური ჩაერთოს. უწყებაში სიცრუეს უწოდებენ სპორტული მოედნის გასხვისების შესახებ ინფორმაციას.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში