ფესტივალი „გიზ-გიზი“ მესტიაში

01 მარტი 2024, 20:02 515 ნახვა

გუდაურის შემდეგ მესტია მასპინძლობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალ პროექტს „გიზ-გიზს“. სეტის მოედანზე დღის მთავარი ღონისძიება რამდენიმე საათის წინ დაიწყო.

დაგეგმილია კონცერტები, ფესტივალის მუსიკალურ გაფორმებაზე ბენდები და დიჯეები ზრუნავენ, მოეწყო სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები, პერფორმანსები, ბავშვებისთვის თამაშები და გასართობი აქტივობები.

ფესტივალის მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა. სვანეთის შემდეგ ფესტივალის წლის ბოლო ღონისძიება ბაკურიანში გაიმართება.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში