ოდესაში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა - 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა

02 მარტი 2024, 17:02 474 ნახვა

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოაცხადეს. შესაბამისი გადაწყვეტილება, ოდესის ოლქის ადმინისტრაციამ რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის გამო მიიღო, რომელსაც ბოლო ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის სამი წლის ბავშვია.

დაშავდა სულ მცირე რვა ადამიანი.

რუსეთმა ქალაქზე თავდასხმა, დღეს, დილით განახორციელა. უკრაინის ტერიტორიაზე შესული დრონი ოდესაში საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა. შედეგად სახლის ნაწილი ჩამოინგრა. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ადამიანებს, ამ დრომდე, ეძებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში