„გიზ-გიზი“ მესტიაში გრძელდება

03 მარტი 2024, 10:18 445 ნახვა

გვიან ღამემდე გაგრძელდა ფესტივალი გიზ-გიზი მესტიაში. სეტის მოედანზე ღონისძიების მეორე დღე დიჯეებმა ელექტრონული მუსიკით დაასრულეს.

ფესტივალის ფარგლებში ადგილობრივებსა და სვანეთის სტუმრებს კერძების დაგემოვნება, ადგილობრივი ნაწარმის შეძენა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა შეეძლოთ.

სეტის მოედანზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, კვების სივრცეები. ღონისძიება დღეს 15 საათიდან ისევ განახლდება.

ფესტივალი გიზ-გიზი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტია და მიზანი ზამთრის კურორტების პოპულარიზაციაა.

მესტიის შემდეგ ფესტივალი ბაკურიანში გადაინაცვლებს.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში