ჰუმანიტარული დახმარება ღაზის სექტორში

03 მარტი 2024, 10:48 437 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ღაზის სექტორში, ალ- შიფას ჰოსპიტალს ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა, რომელიც 19 ათას ლიტრ საწვავს და მნიშვნელოვან სამედიცინო მარაგს მოიცავს.  სექტორში დახმარება გააგზავნა ასევე აშშ-მა.

სიენენის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაციამ ჰუმანიტარული ტვირთი თვითმფრინავებით მიიტანა დანიშნულების ადგილამდე.

ცნობისთვის, ჯო ბაიდენმა პირველ მარტს განაცხადა, რომ ღაზაში ჰუმანიტარულ დახმარებას მოქალაქეები მალევე მიიღებდნენ.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში