ისრაელი თანახმაა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებები ექვსი კვირით შეაჩეროს

03 მარტი 2024, 10:58 538 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, ისრაელი ფაქტობრივად დათანხმდა ღაზის სექტორში საომარი მოქმედებების 6 კვირით შეჩერებას და ახლა „ჰამასის“ პასუხს ელოდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა „სიენენთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ შემუშავებულია შეთანხმების ჩარჩო, რომელსაც ისრაელი მეტ-ნაკლებად  ეთანხმება, ხოლო „ჰამასი“ ჯერ კიდევ ადგენს იმ მძევლების სიას, რომელთა გათავისუფლებასაც დათანხმდება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში