ოკუპანტის მტკიცებით უკრაინამ ყირიმს 38 დრონით შეუტია

03 მარტი 2024, 10:08 417 ნახვა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გვიან ღამით უკრაინული მხარე ოკუპირებულ ყირიმს დრონებით დაესხა თავს.

როგორც ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის თავდაცვის ძალებმა 38 დრონი გაანადგურეს.

აღნიშნავენ, რომ კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა, აღკვეთილია. მანამდე აფეთქებების ხმა ისმოდა დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაშიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში