როცა ვკარგავთ სიცოცხლეებს, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გაგება შეუძლებელია - ვოლოდიმირ ზელენსკი

03 მარტი 2024, 11:44 496 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების შიდა პოლიტიკური თამაშების გამო უკრაინის თავდაცვა იზღუდება. ამის შესახებ, მან ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ზელენსკიმ ყურადღება ოდესაზე მიტანილ იერიშზე გაამახვილა, რომელსაც, ბოლო ცნობებით, შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის რამდენიმე ბავშვია.

„მსოფლიომ იცის, რა შეიძლება, დაუპირისპირო ტერორს. მსოფლიოში არსებობს საკმარისი რაოდენობით ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემები, „შაჰედებისგან“ და რაკეტებისგან დამცავი სისტემები. უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდების გაჭიანურება, ანტისაჰაერო თავდაცვითი საშუალებების მიწოდების შეფერხება, სამწუხაროდ, იწვევს ისეთ დანაკარგს, როგორც ოდესაში, იწვევს იმას, რომ იზრდება იმ ბავშვების რიცხვი, რომელთაც რუსეთი სიცოცხლეს ართმევს.

 

უკრაინა მეტს არაფერს ითხოვს, გარდა იმისა, რაც სიცოცხლეს დაიცავს. ხოლო, სიცოცხლეებს როდესაც ვკარგავთ და პარტნიორებს შიდა პოლიტიკური თამაშები ან დავები აქვთ, რაც ჩვენს დაცვას ზღუდავს, ამის გაგება შეუძლებელია. შეუძლებელი იქნება ამის დავიწყება. მსოფლიოს ეს ემახსოვრება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში