სამხედრო მოსამსახურეებმა გმირების დედებს 3 მარტი მიულოცეს 

03 მარტი 2024, 12:02 422 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედროებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, ასევე სამშვიდობო მისიის შესრულებისას დაღუპული სამხედროების დედებს 3 მარტი მიულოცეს. სამხედრო მოსამსახურეები დაღუპული სამხედროების ოჯახებს საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქსა და სოფელში ესტუმრნენ.

მათ გმირების მშობლებს, დედის დღესთან დაკავშირებით, თაიგულები და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მისალოცი ბარათები გადასცეს.

ჯარისკაცებმა თანამებრძოლების თავდადება და ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლი კიდევ ერთხელ გაიხსენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში