გლოვის დღე ოდესაში

03 მარტი 2024, 14:08 496 ნახვა

ოდესაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გასულ დღეს განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს.

ოკუპანტის თავდასხმას მხოლოდ 1 საცხოვრებელ კორპუსში უკვე 2 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

დედისა და 8 თვის ჩვილი ჩახუტებულები იყვნენ. შემთხვევის შედეგად დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

3 მარტი ოდესაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში