ტრაგედიას გადარჩენილი ახალგაზრდა კლინიკაში რჩება

03 მარტი 2024, 19:03 519 ნახვა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში მომხდარ ტრაგედიას გადარჩენილი 24 წლის გოგო, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. მას სამედიცინო დახმარება უკვე გაეწია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მდინარე ძუსადან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი, გუშინ საღამოს ამოიყვანეს.  

გოგონა კლინიკაში სხეულის ზედაპირული ტრავმებითა და ჰიპოთერმიით შეიყვანეს, ახლა კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, ქირურგიულ განყოფილებაში რჩება.ტრაგედია თერჯოლაში გუშინ მოხდა.

სოფელ ზედა საზანოში, მდინარე ძუსაში 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, კაცს ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა, რის შემდეგაც, თანმხლები პირები წყალში მის დასახმარებლად ჩავიდნენ, თუმცა ისინი მდინარემ გაიტაცა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია სოფელ საზანოში მცხოვრები მამა-შვილი და სტუმრად მყოფი ორი ახალგაზრდა გოგო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში