უფასო სამედიცინო კვლევები ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის

03 მარტი 2024, 15:01 703 ნახვა

უფასო სამედიცინო კვლევები ჩაუტარდათ ძალადობის მსხვერპლ ქალებს. 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, სამედიცინო კლინიკისა და ფონდ “იალქანის“ თანამშრომლობით ერთობლივი პროექტი განხორციელდა. სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში დაგეგმილი კამპანიის მიზანი ქალების ჯანმრთელობის მხარდაჭერაა.

სამედიცინო კვლევები რამდენიმე მიმართულებას მოიცავდა, მათ შორის იყო გინეკოლოგის და მამოლოგის კონსულტაციები, ექოსკოპია და სხვა დამატებითი კვლევები, რომელიც პირველადი დიაგნოსტირებისთვისაა აუცილებელი. პროექტში ათი ქალი ჩაერთო.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში