ომი ახლო აღმოსავლეთში

03 მარტი 2024, 18:01 460 ნახვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ომი გრძელდება. ბოლო ცნობებით, ღაზის სექტორის ქალაქ ხან იუნისში ისრაელმა „ჰამასის“ დაახლოებით 50-ზე მეტ ობიექტზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, სამიზნეები მიწისქვეშა ინფრასტრუქტურასა და შენობებს მოიცავდა. რაც შეეხება შეთანხმებას მხარეებს შორის, ჰამასის მაღალჩინოსნის განცხადებით თუ ისრაელი მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ეს გახსნის გზას შეთანხმების მიღწევისთვის მომდევნო 24-ი 48 საათის განმავლობაში.

მათი მოთხოვნები მოიცავს ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში