3 მარტი დედის დღეა 

03 მარტი 2024, 20:08 792 ნახვა

დღეს დედის დღეა, 3 მარტს საქართველოში 1991 წლიდან აღნიშნავენ, მას შემდეგ რაც ეს დღე ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა.

ამ დღეს საქართველოში განსაკუთრებულად აღვნიშნავთ. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.

დღეს ''მთავარმა'' საშუალება მისცა საზოგადოებას დედებისთვის საკუთარი ემოციები ჩვენი ტელეეთერის მეშვეობით გაეზიარებინათ.

რესპოდენტები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ დედის როლს მათ ცხოვრებაში, მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში