2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დაიწყო

04 მარტი 2024, 10:16 796 ნახვა

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, ასევე სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის რეგისტრაცია იწყება. პროცესი ერთი თვე გაგრძელდება.

რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპიანია. ძირითად ეტაპზე გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. 4 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილამდე შეეძლებათ. შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საგამოცდო ცენტრები წელსაც გაიხსნება: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში