ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო

04 მარტი 2024, 10:19 463 ნახვა

ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებები დაიწყო ეგვიპტეში. შეხვედრას „ჰამასის“ დელეგაციაც ესწრება.

დაჯგუფება აცხადებს, რომ ზავის მიღწევა 24-48 საათშია შესაძლებელი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი „ჰამასის“ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რაც ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანას და ანკლავისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას გულისხმობს.

მოლაპარაკებისთვის კაიროში დელეგაციას არ აგზავნის ისრაელი. გადაწყვეტილებას იმით ხსნიან, რომ „ჰამასმა“ უარი განაცხადა ისრაელისთვის მძევლების სიის გადაცემაზე.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, კამალა ჰარისი ღაზის სექტორში ცეცხლის დროებითი შეწყვეტის შესახებ მოწოდებით გამოვიდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში