რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გერმანიის ელჩი ალექსანდრე გრაფ ლამბსდორფი მას შემდეგ დაიბარა, რაც რუსულმა მედიამ გამოაქვეყნა გერმანელი სამხედრო მაღალჩინოსნების შეხვედრის აუდიოჩანაწერი.
38-წუთიან ჩანაწერში გერმანელი ოფიცრები განიხილავდნენ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებასა და კიევის მიერ ყირიმის ხიდზე პოტენციურ დარტყმას.
გერმანიამ სამხედროების ჩანაწერის გავრცელების შემდეგ რუსეთი საინფორმაციო ომში დაადანაშაულა.