კალათბურთის ფედერაციის თასი

04 მარტი 2024, 20:43 1621 ნახვა

ბათუმში დასრულდა აჭარის კალათბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ტრადიციული ტურნირი „აჭარის კალათბურთის ფედერაციის თასი“. შეჯიბრება მერვედ ჩატარდა. ამჯერად ასპარეზობა 12 წლამდე მოზარდებს შორის გაიმართა და მასში რუსთავის „ფენიქსი“, თბილისის საკალათბურთო აკადემიის გუნდი და აჭარის ნაკრები მონაწილეობდა. ორგანიზატორებმა ტურნირზე გამოცდილების მიღების მიზნით აჭარის იუნიორ გოგონათა ნაკრებიც დაუშვეს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა. ტურნირი წრიული სისტემით ჩატარდა. ჩემპიონი ფენიქსი გახდა, ვიცე-ჩემპიონის ტიტული ბათუმის ნაკრებმა მოიპოვა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში