ისრაელში ჰამასის ბოევიკების სექსუალური ძალადობის შესახებ გაერომ ანგარიში გამოაქვეყნა

05 მარტი 2024, 12:28 395 ნახვა

გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა 24 გვერდიანი ანგარიში გამოაქვეყნა 7 ოქტომბერს ისრაელზე ჰამასის ბოევიკების თავდასხმის დროს ჩადენილი სექსუალური ძალადობის შესახებ. არსებობდა გონივრული საფუძველი იმისა, რომ სექსუალური ძალადობა, მათ შორის გაუპატიურება და ჯგუფური გაუპატიურება, მოხდა რამდენიმე ადგილას-ნათქვამია ანგარიშში, რომელიც სექსუალური ძალადობის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენლის პრამილა პატენის ხელმძღვანელობით ჯგუფმა მოამზადა. იგი ისრაელს 29 იანვრიდან 14 თებერვლამდე პერიოდში ეწვია და 7 ოქტომბრის ჰამასის თავდასხმებთან დაკავშირებული სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა, გაანალიზა და გადაამოწმა. პალესტინის შეიარაღებულმა დაჯგუფება ჰამასმა არაერთხელ უარყო სექსუალური ძალადობის შესახებ წაყენებული ბრალდებები.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში