29 წელი სუმგაითის ტრაგედიიდან

19 მარტი 2017, 00:00 2967 ნახვა

აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითში განვითარებული მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. ეს დღე ბათუმში სომხურმა დიასპორამ გაიხსენა. მოეწყო ფილმის ჩვენება და აღევლინა ლოცვა.  სომხური დიასპორის წარმომადგენლების განცხადებით აზერბაიჯანში, ბაქოსთან ახლოს განვითარებულ მოვლენებს 29 წლის წინ მშვიდობიანი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა. ღონისძიებაზე მათ სხვადასხვა დროს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტი გაიხსენეს. საუბარი შეეხო ბოლო მოვლენებსაც, სომხური მხარე ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების სურვილს გამოთქვამს. 

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში