ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქალთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

05 მარტი 2024, 16:55 600 ნახვა

ნიონში, ქალთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. წილისყრის შედეგად, საქართველოს ნაკრები C ლიგის მე-5 ჯგუფში მოხვდა.

ჩვენი გუნდის მეტოქეები ბელარუსის, ლიეტუვის და კვიპროსის ნაკრებები იქნებიან. საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიან პლეი-ოფში თამაშის უფლებას C ლიგის ჯგუფების გამარჯვებულები და 3 საუკეთესო მეორეადგილოსანი მიიღებს.

პლეი-ოფის პირველ რაუნდში C ლიგის წარმომადგენლები A ლიგაში მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს დაუპირისპირდებიან. 8 გამარჯვებული პლეი-ოფის დასკვნით ეტაპზე გადაინაცვლებს, სადაც B ლიგის გუნდებთან ერთად, 14 ნაკრები ევროპის ჩემპიონატის 7 საგზურისთვის იბრძოლებს.

საკვალიფიკაციო ეტაპი მიმდინარე წლის აპრილში დაიწყება. ჯგუფური ეტაპის მატჩები 3-9 აპრილს, 29 მაისს - 4 ივნისს და 10-16 ივლისს გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატი 2025 წელს, 2 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით შვეიცარიაში გაიმართება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში