სომხეთის ხელისუფლება ერევნის საერთაშორისო აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანას ითხოვს

06 მარტი 2024, 18:47 409 ნახვა

ერევნის ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ სომეხი მესაზღვრეები უნდა იყვნენ და არა რუსები. ამის შესახებ სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა, არმენ გრიგორიანმა  განაცხადა.

„სომხეთს აქვს მკაფიო პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით და ოფიციალური წერილით აცნობა რუსეთის ფედერაციას ამის შესახებ“, – განაცხადა არმენ გრიგორიანმა.

კითხვაზე, რატომ გაჩნდა ასეთი საჭიროება, გრიგორიანმა უპასუხა, რომ დამოუკიდებლობის პერიოდში სომხეთი პოტენციალს იძენს სხვადასხვა მიმართულებით და ამ დროისთვის სომხეთს აქვს აეროპორტის სრული კონტროლის პოტენციალი.

მანამდე, სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სწორი იქნება, თუ რუსი მესაზღვრეები ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტს დატოვებენ.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ერევნის ზვართნოცის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანის თაობაზე სომხეთს არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია და ოფიციალური არხებით რუსეთისთვის არ უცნობებია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში