ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა

07 მარტი 2024, 16:59 387 ნახვა

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფიციალურად გახდა. „ევროპის სახალხო პარტიამ“ დღეს გამართულ პარტიის ყრილობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას 400 ხმით 89-ის წინააღმდეგ მხარი ოფიციალურად დაუჭირა.

"აქ, სახლში, პუტინის მეგობრები ცდილობენ, გადაწერონ ჩვენი ისტორია და მოგვპარონ მომავალი. კლავიატურას ამოფარებულნი, ისინი სიძულვილს ავრცელებენ. ჩვენი მშვიდობიანი და ერთიანი ევროპა პოპულისტების, ნაციონალისტების, დემაგოგების მხრიდან გამოწვევის წინაშეა“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სიტყვით გამოსვლისას.

ევროპარლამენტის არჩევნები ივნისის დასაწყისში გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში