რუსულმა ძალებმა ხარკოვი დაბომბეს

08 მარტი 2024, 10:01 563 ნახვა

რუსულმა ჯარებმა წუხელ უკრაინის ხარკოვის ოლქის ქალაქ ჩუგუევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, - ინფორმაციას ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ სინეგუბოვი ავრცელებს.

მისივე თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა მაღაზიები, სასტუმრო და დაახლოებით 13 ავტომობილი. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია სამი ადამიანი.

საარტილერიო იერიში განხორციელდა დნიპროპეტროვსკის ოლქში, ნიკოპოლის რეგიონზეც. დაიბომბა სუმის ოლქიც, დაზიანდა ინფრასტრუქტურა, არიან დაშავებულები.

საავიაციო და ბალისტიკური თავდასხმის საფრთხის გამო, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში