გენდერული საბჭოს განცხადება

08 მარტი 2024, 10:20 375 ნახვა

,,მნიშვნელოვანია არ გავჩუმდეთ, არ შევეგუოთ და ერთად დავუპირისპირდეთ იმ უთანასწორობას, რასაც ჯერ კიდევ ვაწყდებით“ - ვკითხულობთ  გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს განცახდებაში, რომელშიც ასევე ნათქვამია, რომ საბჭოსთვის  პრიორიტეტულია ფემიციდის, ძალადობის ყველა ფორმის და ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლა, ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის წახალისება და მუნიციპალურ გენდერულ საბჭოებთან აქტიური კოორდინაცია.

აქვე გეტყვით, რომ  ქალთა გაძლიერების, ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებები იგეგმება.   

გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭო ღიაა სასარგებლო ინიციატივებისა და თანამშრომლობისათვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში