ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება

08 მარტი 2024, 11:48 450 ნახვა

უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტები დღეს ერთმანეთს შევხდებიან. ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავა, სადაც თურქ კოლეგასთან ერთად რუსეთთან ომს, „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას“ და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავს.  

ცნობისთვის, გასული წლის ივლისში რუსეთი „მარცვლეულის შეთანხმებიდან“ გამოვიდა, რომელიც უკრაინას საშუალებას აძლევდა უსაფრთხოდ გადაეტანა მარცვლეული შავი ზღვის პორტებიდან.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში