თურქეთი მზადაა, უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 მარტი 2024, 10:05 573 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, თურქეთი მზადაა, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის  „მშვიდობის სამიტს“ უმასპინძლოს. ამის შესახებ, ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, ზელენსკის გაუზიარა მოსაზრება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მდგრადი მშვიდობის დამყარებას.

„ჩვენ თავიდანვე შევიტანეთ და შეგვაქვს წვლილი ომის მოლაპარაკებების გზით დასასრულებლად. ჩვენ მზად ვართ, ვუმასპინძლოთ სამშვიდობო სამიტს, რომელშიც რუსეთიც ჩაერთვება”, – ამბობს ერდოღანი. 

 

თურქეთის პრეზიდენტმა, ასევე აღნიშნა, რომ ომს მზარდი ნეგატიური გავლენა აქვს. ერდოღანის თქმითვე, ის რუსეთსა და უკრაინას მარცვლეულის ახალ შეთანხმებას სთავაზობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში