უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის - რადოსლავ სიკორსკი

09 მარტი 2024, 10:45 404 ნახვა

უკრაინაში დასავლური ჯარების ყოფნა წარმოუდგენელი არ არის, - ამის შესახებ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა.

სიკორსკის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ წამოჭრილი დისკუსია, უკრაინაში დასავლური ჯარების შესახებ სასარგებლოა რუსეთზე ზემოქმედებისთვის.

„ვაფასებ საფრანგეთის ინიციატივას. მათ აქვთ კარგი განზრახვა, რუსეთის პრეზიდენტმა ჰკითხოს საკუთარ თავს, რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი და არ იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენ არაფერს კრეატიულს არ გავაკეთებთ და შესაბამისად, შეძლოს თავისი სცენარების დაგეგმვა“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გასულ კვირას განაცხადა, რომ „დასავლური ჯარების, შესაძლო, გაგზავნა უკრაინაში არ არის გამორიცხული“.

მოსკოვი გამოეხმაურა მაკრონის განცხადებებს და გააფრთხილა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების განლაგება, აუცილებლად, გამოიწვევს კონფლიქტს რუსეთსა და ნატო-ს შორის.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში