პრეზიდენტმა ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა

09 მარტი 2024, 10:18 553 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა საუკეთესო სტუდენტური თარგმანისთვის ,,ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა.

ნომინაციაში - მხატვრული პროზა ჯილდო გიორგი ჯამბურიას გადაეცა, ნომინაციაში - პოეზია გიორგი კახიშვილს, ნომინაციაში-სამეცნიერო ლიტერატურა და ესეისტიკა ნიკოლოზ სარაჯიშვილს და ნომინაციაში პრეზიდენტის რჩეული - მათე სარალიშვილი გახდა. 

კონკურსი 2021 წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაარსდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელს ატარებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში