ბაიდენი მზადაა TikTok-ის აკრძალვის კანონს ხელი მოაწეროს

09 მარტი 2024, 11:04 522 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ხელს მოაწერს TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს, თუ მას კონგრესი დაამტკიცებს. ჩინური სოციალური ქსელის აკრძალვას მხარს უჭერს წარმომადგენელთა პალატის სპიკერიც, მაიკ ჯონსონი.

საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებს ყოფილი პრეზიდენტი.

დონალდ ტრამპის თქმით, TikTok-ის აკრძალვა, კონკურენტ სოციალურ ქსელს „ფეისბუქს“ დაეხმარება.

ცნობისთვის, შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის ენერგეტიკისა და ვაჭრობის კომიტეტმა ჩინურ კომპანიას მოუწოდა უარი თქვას ტიკტოკზე, ან შტატებში საქმიანობა აეკრძალება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში