ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისი პიკს აღწევს 

09 მარტი 2024, 10:05 454 ნახვა

ვითარება ღაზის სექტორში კრიტიკულია. გაუმართაობის გამო ჩამოვარდა საჰაერო ბურთი, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება გადაჰქონდა. შედეგად დაიღუპა 5 ადამიანი.

პარალელურად კი ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც ბოლო 24 საათში ისრაელის თავდასხმების შედეგად 78 ადამიანი დაიღუპა, 104 კი დაშავდა.

ბოლო მონაცემებით 7 ოქტომბრის შემდეგ სექტორში 30  878-მდე ადამიანია გარდაცვლილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში