გაიმართება თუ არა უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის სამიტი

09 მარტი 2024, 12:02 499 ნახვა

თურქეთი მზად არის უმასპინძლოს „მშვიდობის სამიტს“ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებისთვის. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგასთან  გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.  

რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით,  მან ვოლოდიმირ ზელენსკის გაუზიარა მოსაზრება რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ თურქეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. 

თავის მხრივ, ზელენსკის განცხადებით, თურქეთთან სხვადასხვა შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის არის ერთობლივი თავდაცვის პროექტებიც.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში