აზერბაიჯანთან განვიხილავთ არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ მშვიდობის მიღწევას - სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

09 მარტი 2024, 13:40 513 ნახვა

ჩვენ აზერბაიჯანთან განვიხილავთ არა ცეცხლის შეწყვეტას, არამედ მშვიდობის მიღწევის პროცესს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე, – ამის შესახებ, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.

კითხვაზე, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ერთ მაგიდასთან დაჯდომას საქართველო, რუსეთი და ევროპა ცდილობდნენ და რომელი მოედანი ჰგონია სომხეთს ყველაზე მოსახერხებელი კონსტრუქციული დისკუსიებისთვის, არარატ მირზოიანმა უპასუხა, რომ ყველა მოედანი მოსახერხებელია, თუმცა, ერთადერთი პრობლემა, სამშვიდობო შეთანხმების დასადებად, მეორე მხარის პოლიტიკური ნების არარსებობაა.

„შეხვედრები გაიმართა ქვეყნის ლიდერების დონეზე და მოლაპარაკებები საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის. ბევრ რამეზე შევძელით შეთანხმება, მაგრამ, არის საკვანძო, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც მხარეთა პოზიციები, ჯერ კიდევ, შორს არის ერთმანეთისგან“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში