თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს - რეჯეფ თაიფ ერდოღანი

09 მარტი 2024, 18:21 436 ნახვა

თურქეთი „ჰამასის“ ლიდერებს მტკიცედ უჭერს მხარს, – ამის შესახებ, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

„„ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებას ვერავინ გვაიძულებს. თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ღიად საუბრობს „ჰამასის“ ლიდერებთან და მათ მტკიცედ უჭერს მხარს“, – აღნიშნა ერდოღანმა.

 

ცოტა ხნის წინ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ სტალინს, ჰიტლერს და მუსოლინის შეადარა. ღაზაში არსებულ სიტუაციას კი, გენოციდი უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში