აშშ-ში მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა - დაიღუპა 3 ადამიანი

10 მარტი 2024, 10:35 527 ნახვა

აშშ-ში, ტეხასის შტატში, მექსიკის საზღვართან ვერტმფრენი ჩამოვარდა. შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ეროვნული გვარდიის ორი წევრი და სასაზღვრო პოლიციის ერთი აგენტი. ერთი ადამიანი მძიმედ დაშავდა.

ჩრდილოეთის გაერთიანებული ძალების (JTF North) სპიკერის თქმით, UH-72 Lakota მოდელის ვერტმფრენი, რიო გრანდესთან საზღვრის დასაცავად ოპერაციას ატარებდა და აშშ-ში საზღვრის არალეგალურად გადამკვეთებს მეთვალყურეობდა.

ავარიის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მიმდინარეობს გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში