ჯო ბაიდენი ისრაელის პრემიერს აკრიტიკებს

10 მარტი 2024, 11:18 416 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებს ამერიკის პრეზიდენტიც. „ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელს უფრო აზიანებს, ვიდრე ეხმარება - ამბობს ჯო ბაიდენი. მისი თქმით, ნეთანიაჰუს უფლება აქვს დაიცვას ისრაელი, გააგრძელოს „ჰამასის“ დევნა, მაგრამ უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს, რომლებიც განხორციელებული ქმედებების გამო იღუპებიან.

ბაიდენმა ასევე აღნიშნა, რომ ღაზაში დაღუპულთა რაოდენობა ეწინააღმდეგება იმას, რასაც ისრაელი ამტკიცებს. დაამატა, რომ პოტენციური შეჭრა ქალაქ რაფაში მისთვის ე.წ წითელი ხაზია, თუმცა ისრაელისთვის იარაღის მიწოდებას არ შეწყვეტს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში