არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მეზობელი დააკავეს

10 მარტი 2024, 12:08 510 ნახვა

სკოლის მოსწავლის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით რუსთავში 40 წლის კაცი დააკავეს.

სავარაუდო მსხვერპლი 12 წლის გოგონაა, რომელიც მეზობელმა კაცმა ჯერ სახლში მიიტყუა, პორნოგრაფიული ვიდეო აჩვენა, შემდეგ კი გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, შემთხვევა დაახლოებით ორი კვირის წინ მოხდა.

დადგენილია, რომ ძალადობაში მხილებული კაცი გოგონას გამუდმებით ავიწროებდა. არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ მშობლებს მოუყვა, რომლებმაც მომხდარი სამართალდამცველებს შეატყობინეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში